დაგვირეკეთ
599 22 55 80

ნუნისის სამკურნალო წყალი

ნუნისის სამკურნალო წყლალთან დაკავშირებული ლეგენდები თანამედროვე მეცნიერული კვლევებითა და სამკურნალო პრაქტიკით დასტურდება.
ნუნისში სამკურნალო წყლით რეაბილიტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის სიმბოლოდ იქცა.
ნუნისი არის ადგილი, სადაც მხოლოდ ბუნებრივი საშუალებით – სამკუნალო წყლით, ულამაზეს ბუნებაში, ტყის შუაგულში, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შეგიძლიათ მიიღოთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები. ამისთვის გამოიყენება მინერალური წყლის აბაზანები და შხაპები, რომელთაც ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ნიშნავს კურორტის ექიმი -დერმატოლოგი.

კურორტის პროფილური დაავადებები:
- ფსორიაზი
- ატოპიური დერმატიტი (ეგზემა)
- წითელი ბრტყელი ლიქენი
- პრურიგო
- სებორეული დერმატიტი და სხვა

ნუნისში მიიღებთ ესთეტიკურ თერაპიასაც, კანის შესამჩნევ გაახალგაზრდავების ეფექტს.

ამ ქრონიკული კანის დაავადებების მკურნალობა და რემისიაში გადაყვანა მედიკამენტური მკურნალობით ხშირად პრობლემას წარმოადგენს.

ექიმ დერმატოლოგი სვამს დიაგნოზს და ნიშნავს მკურნალობას ბუნებრივი საშუალებებით.მკურნალობის კურსი, ხშირად ხანგრძლივი და კომპლექსურია. რიგ შემთხვევებში კანის ქრონიკულ დაავადებებს თან ახლავს ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები, როგორებიცაა: ქავილი, კანის სიმშრალე, წვა,ტკივილი, დისკომფორტი… რაც, რა თქმა უნდა ასოცირებულია კანის გამონაყართან და აქედან გამომდინარე ხშირად არის საფუძველი პაციენტის ფსიქოლოგიური პრობლემების: იკლებს თვითშეფასება, ცხოვრების ხარისხი, იმატებს სტრესი, შფოთვა, დეპრესია, უიმედობის განცდა…სწორედ აქ გვევლინება მხსნელად და მშველელად ნუნისის აბაზანები, რომლის წყალობითაც არაერთმა უიმედო პაციენტმა დაიბრუნა იმედი და ცხოვრების ხალისი, დავიწყებას მისცა კანის პრობლემები და თანამდევი შემაწუხებელი სიმპტომები.

აღნიშნული კანის დაავადებებიდან საკმაოდ გავრცელებული ნოზოლოგიაა ფსორიაზი, იგი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქერცლით და ქერქით დაფარული ფსორიაზული პაპულებით და ბალთებით. უპირატესად ლოკალიზებულია კიდურებზე, თავის თმიან არეზე, არაიშვიათად სხეულზეც. ხშირად თან ახლავს ქავილი, შეიძლება აღინიშნებოდეს წვრილი და მსხვილი სახსრების დაზიანება- ფსორიაზული ართრიტი, ფრჩხილების დაზიანება (სათითისებრი ფრჩხილები). ფსორიაზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა, ოჯახური ანამნეზი. ფსორიაზი გამწვავებებით და რემისიებით (გამონაყარის გარეშე პერიოდი) მიმდინარე დაავადებაა. გამწვავების მიზეზი შეიძლება გახდეს სტრესი, ემოციური ფაქტორი, კანის ტრავმა (კებნერის ფენომენი), ქირურგიული ჩარევა, ჭრილობა, დამწვრობა, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ინფექციური დაავადებები, სხვადასხვა ფონური დაავადება და ა.შ. ასეთი პაციენტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების რემისიის სტადიაში გადაყვანა და ამ უკანასკნელის გახანგრძლივება, ამ ყველაფერში კი ნუნისის წყალით ჩატარებული ბალნეოპროცედურებს თავის შეუცვლელ წვლილს შეიტანს და დაგეხმარებათ.

ასევე, არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს ნუნისის წყალს ატოპიური დერმატიტის შემთხვევაშიც. ეს უკანასკნელი, ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს სხვა ასაკობრივ ჯგუფებშიც, რომელიც უვითარდებათ ატოპიისადმი გენეტიკურად წინასწარგანწყობილ პირებს. ამ დროს იმატებს კანის მგრძნობელობა სპეციფიურ და არასპეციფიურ გამღიზიანებლებზე. ხასიათდება უპირატესად კანის სიმშრალით, აქერცვლით, ექსუდაციური ან ლიქენოიდური გამონაყარით, ნახეთქებით. ხშირად თან ახლავს შემაწუხებელი ქავილი, წვა, ტკივილი, დისკომფორტი, მოუწესრიგებელი ძილი, გაზრდილი ემოციური ფონი, მეორადი ინფექციების განვითარების მაღალი რისკი.

გამოსავალი ნუნისის უნიკალური აბაზანებია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

მინერალური წყლის შემადგენლობა და თვისებები

ნუნისის წყალი გამოირჩევა დაბალი მინერალიზაციით და მაღალი ტუტიანობით (- PH 8,3 – 10,4). ეს არის სუსტად სულფიდურ, ქლორიდულ, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, სუბთერმული წყალი, რომლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. უხვად შეიცავს სილიციუმის მჟავას, ბიოლოგიუად აქტიური ნივთიერებებს და ანტიოქსიდანტებს, აგრეთვე, ისეთ მიკროელემენტებს და იონებს როგორიცაა: კალიუმი,კალციუმი, რკინა, ბრომი, ქლორი, იოდი და ა.შ

წყალი სეიცავს გახსნილ გაზს 20-28 მგ ფარგლებში. მასსი ჭარბობს აზოტი და ნაკლები ოდენობით მეტანი და გოგირდწყალბადი.

მისი ასეთი შემადგენლობა განაპირობებს კანში კარგ პენეტრაციას და კანის შედარებით ღრმა შრეებზე ზემოქმედების უნარს შესაბამისად, დადებით სამკურნალო ეფექტს ქრონიკული დერმატოზების დროს. მას აქვს ანტიანთებითი, ამქერცლავი, დამამშვიდებელი ეფექტი.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მაღალი ტუტიანობის წყალობით შლის და აცილებს კანს ზედა გაუხეშებულ ფენებს, ჩადის ღრმად ქვედა ფენებში და ჩააქვს ყველა საჭირო სამკურნალო მინერალები და ნივთიერებები რომლებიც მის შემადგენლობაშია. ეს ისე სწრაფად ხდება, კანი იმდენად კარგად იწოვს წყალს, რომ წყლიდან ამოსვლის შემდეგ პაციენტები აღნიშნავენ რომ კანზე წყლის კვალი რამდენიმე წამში ქრება, თითქოს პირსახოცით შეამშრალესო. ამას ინექციის ეფექტსაც ეძახიან.

ნუნისის წყლით ჩატარებული ბალნეოპროცედურების შედეგად, პაციენტი იღებს ქრონიკული დერმატოზების ხანგრძლივ რემისიას, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდეს, ან სრულ განკურნებას. იხსნება შემაწუხებელი ქავილი, დისკომფორტი, მცირდება ან სრულიად ქრება გამონაყარი, დავიწყებას მიეცემა უძილო ღამეები, დაბალი თვითშეფასება. მაგრამ, რათქმა უნდა, ამ შედეგის მიღწევა ერთ დღეში ვერ მოხდება. საჭიროა ექიმის რეკომენდაციების ზუსტი და თანმიმდევრული შესრულება, პროცედურების ერთი ან რამდენიმე კურსის ჩატარება, პროცედურების ხანგრძლივობის თანდათანობითი მომატება ან დარეგულირება.

უნდა აღინიშნოს, რომ ნუნისის წყალი დადებითად მოქმედებს, არა მხოლოდ კანის, არამედ პერიფერიული ნერვული სისტემის და ძვალ-კუნთოვანი სისტემის მთელ რიგ დაავადებებზე.

ნუნისის სამკურნალო ბალნეოთერაპიული კურსის დაწყებამდე, თქვენ გადიხართ კონსულტაციას ექიმ დერმატოლოგთან, ან საჭიროებისამებრ თერაპევტთან. იღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენს დაავადებაზე და იგეგმება ბალნეოთერაპიის კურსი. პროცედურების რაოდენობა და ხანგრძლივობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და ინიშნება პაციენტის ასაკის, დაავადების კლინიკური სურათის შეფასების საფუძველზე. უამრავი მადლიერი პაციენტისათვის შედეგი უკვე მიღწეულია კურორტ ნუნისის უკილაური აბაზანებით და გარემოს დახმარებით.