სამთა ნუნისი
"Samta Park Hotel"
NUNISI

მკურნალობა

ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის ჩვენებებს წარმოადგენს ფსორიაზი - სტაციონარული ან რეგრესიული სტადია; ნეიროდერმიტი - შემოსაზღვრული და დიფუზური, ექსუდაციის გარეშე; საბორეული დარმატიტი - ქრონიკული სტადია; ეგზემა - ჭეშმარიტი, დისჰიდროზული, პროფესიული ხასიათის; ქრონიკული ჭინჭრის ციება, პრურიგო, მოხუცებულთა ქავილი - გამოხატული მსუბუქი ფორმითა და გაურთულებელი პიოდერმიით; პერიფერილი ნერვული სისტემის დაავადებები - ნევრალგიეები, ნევრიტები, რადიკულიტები; ნუნისის მინერალური წყლით მკურნალობის უკუჩვენებებს წარმოადგენს ყველა დაავადება მწვავე და ქვემწვავე სტადიაში; კანის ინფექციური დაავადებები - მიკოზები, პიოერმიები, ვირუსული დაავადებები; კანის პარაზიტული დაავადებები - მუნი, პედიკულოზი; ყველა ვენერიული დაავადება გადამდებ ფორმასა და აქტიურ ფაზაში; გულის დაავადებები - სისხლის მიმოქცევის უკმარისობა 2ბ და 3 ხარისხი; ჰიპერტონული დაავადება - მე-2 და მე-3 სტადია; ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები; თირკმლის, სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადებები; ჰოპერთირეოზი; ჰიპოთირეოზი - მძიმე ფორმა; ორსულობა; მასტოპათია. ექიმის მომსახურება ნუნისში პაციენტების ჯანმრთელობასა და წყლისგან მიღებულ ეფექტს თვალს ადევნებენ ექიმი დერმატოლოგი, თერაპევტი, კურორტოლოგი და დიეტოლოგი.ექიმები 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებიან. დიეტოლოგი კურორტზე ყოველდღიურ მენიუს ადგენს. სასადილოში მიირთმევთ როგორც დიეტურ, ისე არადიეტური საკვებს. კურორტზე შესაძლოა დიაგნოზის დასმა და მკურნალობის კურსის დანიშვნა მომსახურება საგზურის ღირებულებაში შედის.
599 22 55 80
  • turntable