Nunisi.ge - მთავარი
  სიახლე ნუნისში
07.06.2011
წელს უკვე შეგიძლიათ თქვენი აზრები და შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ FaceBook-ის ჩვენს ახალ გვერდზე.. შემოგვიერთდით!!
 
  გამოხმაურება

გული მწყდება ხვალ რომ უნდა დავტოვო ეს სავანე.

ლ. გოგოლაძე
 

ნუნისის წყლის შესახებ სასწაულებს მიყვებოდნენ, თუმცა ყველაფერი გაზვიადებული მეგონა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ჯული გაბოძე
 

შორს მტვერში დარჩა ქალაქი ცხელი,
ნუნისი - ჩემი ნავთსაყუდელი,
რბილი წყალი და მაღალი ხეები,
დაუვიწყარი ნუნისის დღეები.

დათო, 9 წლის
 
მთავარი
  გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი” ბორჯომ–ხარაგაულის ტყე პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი. 

ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური)წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. კურორტი არსებობს 1856 წლიდან. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის.

კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

ადგილმდებარეობა

კურორტი ნუნისი ხარაგაულის რაიონს ეკუთვნის. რაიონული ცენტრიდან კურორტი 22 კმ.-ით არის დაშორებული. სოფელ მოლითის რკინიგზის სადგურიდან სამთა ნუნისამდე 6 კმ.-ია. კურორტიდან 1,5 კმ. მანძილზე უახლოესი დასახლებული პუნქტია ამავე სახელწოდების სოფელი.
 

 
   გალერეა   საიტის რუკა   კონტაქტი © Created by HAPPY